შეცდომით ჩატარებული ოპერაციისთვის დაკავებული ექიმების სასამართლო (05.08.2020)

თბილისი საქალაქო სასამართლოში არაკვალიფიციური სპეციალისტების მიერ შეცდომით ჩატარებული ოპერაციის საქმეზე დაკავებულების სასამართლო პროეცესი მიმდინარეობს. სასამართლო  თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს თანამშრომლებისთვის  აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს, თუმცა ერთ-ერთი ბრალდებული მაგდა ხოჭოლავა საქართველოში არ იმყოფება, ამიტომ მას  აღკვეთის ღონისძიების ფორმა დაუსწრებლად შეეფარდება. დაკავებულები წარდგენილ ბრალს არ აღიარებენ. ადვოკატი მისი დაცვის ქვეშმყოფების გათავსიუფოლებას მოითხოვს და აცხადებს, რომ საქმის მასალების მიხედვით,  თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს თანაშრომლების დანაშაული არ იკვეთება.

მიმდინარე პროცესის პარალელურად სასამართლოს ეზოში ბრალდებულების მხარდამჭერები შეიკრიბნენ, რომლებმაც ექიმების დაკავება გააპროტესტეს. 12 კლინიკა და  6 დარგობრივი ასოციაცია დაკავებულებს თავდებში უდგება და ბრალდებულების გათვაისუფლებას მოითხოვს. აქციას შეუერთდა ოკუპანტების მიერ გატაცებული ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილიც, რომელიც ამბობს რომ ერთ-ერთ ბრალდებულს, მაგდა ხოჭოლავას წლებია  იცნობს და მას სამედიცინო ლიცენზია გააჩნია.

თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორ გიორგი ლობჟანიძეს სამსახურებრივ გულგრილობას, ხოლო ვახტანგ ყიფიანს თაღლითობას და უკანონო საქმიანობას ედავებიან, რაც შეეხება ექიმ მაგდა ხოჭოლავას, რომელიც იტალიის მოქალაქეა, მას ლიცენზიის გარეშე ანესთეზიოლოგიური და რეანიმატოლოგიური მომსახურების გაწევაში ედება ბრალი.  საქმე ეხება 25 წლის ქალს, რომელიც უკვე 20 თვეა კომატოზურ მდგომარეობაშია. 2018 წლის სექტემბერში ჩატარებული ოპერაციის ავტორის კვალიფიკაციის შემოწმება  გამოძიებამ კი მას შემდეგ დაიწყო, რაც ეს მოთხოვნა პაციენტის ოჯახმა დააყენა.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები