დღგ-ის ახალი რეფორმის გაცნობის მიზნით, მეწარმე სუბიექტებთან სამუშაო შეხვედრები გრძელდება (05.08.2020)

დღგ-ის ახალი რეფორმის გაცნობის მიზნით, სხვადასხვა რეგიონში  მეწარმე  სუბიექტებთან სამუშაო შეხვედრები გრძელდება. დიალოგის ფორმატში, მორიგი შეხვედრები ბათუმში, ფოთსა და ქუთაისში რეგისტრირებულ მეწარმეებთან გაიმართა.  ევროკავშირის დღგ-ის დირექტივებზე დაყრდნობით, საგადასახადო კანონმდებლობაში მიღებული ცვლილებები მთავრობისა და ბიზნეს სექტორის მჭიდრო თანამშრომლობის შედეგად განხორციელდა. შეხვედრებზე , ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილემ მამუკა ბარათაშვილმა  ახალი რეფორმის შესახებ მომზადებული პრეზენტაცია წარადგინა და კომპანიის წარმომადგენლების მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხა.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები