კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა ორით გაიზარდა. ინფექცია კიდევ ოთხმა პაციენტმა დაამარცხა (03.08.2020)

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა ორით გაიზარდა და 1179 გახდა. ბოლო მონაცემებით კოვიდინფექცია კიდევ ოთხმა პაციენტმა დაამარცხა და გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა 959-ს შეადგენს. ახალი ინფიცირებულებიდან ერთი დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტია, მეორის ინფიცირების წყაროს დასადგენად კი ეპიდემიოლოგიური კვლევა მიმდინარეობს. კარანტინის რეჟიმში 7007 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში დაკვირვების ქვეშ 280 პირი რჩება. საქართველოში კორონავირუსით სუ 17 ადამიანი გარდაიცვალა.