დაპირისპირება ოპოზიციაში – სააკაშვილი ამბობს, რომ გიორგი ვაშაძე ბნელ მხარეს გადავიდა. (03.08.2020)

დაპირისპირება ოპოზიციაში. საქართევლოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ გიორგი ვაშაძე ბნელ მხარეს გადავიდა. მიხეილ სააკაშვილმა “სტრატეგია აღმაშენებელის” ლიდერის მიერ პოლიტიკური გაერთაინება “ძალა ერთობაშიას” დატოვება შეაფასა და განაცხადა, რომ გიორგი ვაშაძე ბნელ მხარესაა და ბიძინა ივანისვილის თამაშს თამაშობს.

გიორგი ვაშაძემ კი სააკაშვილს ჯერ “ფეისბუქის” საკუთარ გვერძე უპასუხა, შემდეგ კი ყოფილი პრეზიდენტის განცხადებას ბრიფინგით გამოეხმაურა. ის აცხადებს, რომ იბრძვის ნათელ მხარეს, ბნელი მხარის დასამარცხებლად. ვაშაძე სააკაშვილსაც მიმართავს და მოუწოდებს, რომ იფიქროს არა წარსულზე არამედ მომავალზე და ერთიან ფრონტზე.

ოპოზიციაში დაწყებულ დაპირისპირებას “ფეისბუქზე” გამოეხმაურა ყოფილი პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი. მისი თქმით სამწუხაროა, რომ ოპოზიციიდან უფრო ხშირად ისმის პოლიტიკური ვაჭრობა, მანდატებისა და სკამების გადანაწილებაზე საუბარი, ვიდრე საზოგადოებისთვის ალტერნატივის შეთავაზება. მერაბიშვილი აცხადებს, რომ “ნაციონალური მოძრაობა” არის ერთადერთი ძალა, რომელსაც შესწევს უნარი, გადამწყვეტი როლი შეასრულოს ამ ბრძოლაში, დაასრულოს არჩევნები გამარჯვებით და ხალხს დაუბრუნოს მომავალი. ყოფილი პრემიერის თქმით ის არ აპირებს გახდეს პარლამენტის წევრი ან დაიკავოს რომელიმე თანამდებობა მომავალ პარლამენტში.