COVID-19-ის 8 ახალი შემთხვევა. კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 1168-მდე გაიზარდა (31.07.2020)

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 1168-მდე გაიზარდა. გასული 24 საათის განმავლობაში 5-ით გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რიცხვიც და ვირუსი საერთო ჯამში 940-მა პაციენტმა დაამარცხა. ახალი შემთხვევებიდან 5 შემოტანილია, მათგან 2 სატვირთო ავტომობილის მძღოლია. ერთი დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტია,  კიდევ ერთის შემთხვევის წყარო კი გაჩიანია, ხოლო კიდევ ერთი შემთხვევა კი სამედიცინო პერსონალია.