საქართევლოს ეკონომიკა ივნისში 8 პროცენტამდე შემცირდა – სტატისტიკის სამსახურის მონაცემები (31.07.2020)

საქართევლოს ეკონომიკა ივნისში 8%-მდე შემცირდა. სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა ეკონომიკური ზრდის წინასწარი მონაცემები გამოაქვეყნა საიდანაც ირკვევა, რომ იანვარ-ივნისში საშუალო რეალური ზრდა უარყოფითია და მინუს 5.8%-ს შეადგენს. საქსტატის ინფორმაციით, 2020 წლის ივნისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, კლების ტენდენცია გამოვლინდა თითქმის ყველა სექტორში, სამთომოპოვებითი მრეწველობის, ასევე წყალმომარაგების, კანალიზაციის და ნარჩენების მართვის საქმიანობების გარდა, სადაც ზრდის ტენდენცია დაფიქსირდა. 22%-ით არის შემცირებული იმპორტის მაჩვენებელი, მშენებლობის სექტორში კლების ტენდენცია შეინიშნებოდა როგორც საცხოვრებელი, ასევე – არასაცხოვრებელი შენობა-ნაგებობების მშენებლობების. სასტუმროებისა და რესტორნების სექტორში შემოსავლების შემცირება კი მეტწილად უკავშირდება საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობის შემცირებას, რომელიც 95%-ით ნაკლებია.