“ლაწირაკი ეს” – მოსამართლემ ლერი სულაბერიძეზე თავდასხმაში ბრალდებულს დარბაზი დაატოვებინა (31.07.2020)

ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის, ლერი სულაბერიძის განზრახ მკვლელობის მცდელობის საქმეზე დაკავებულ ირაკლი ღლონტს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლომ დღეს გამოაცხადა. თავდაპირველად ირაკლი ღლონტი სასამართლო სხდომას ესწრებოდა, თუმცა დარბაზი პროკურორისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების გამო დაატოვებინეს. ირაკლი ღლონტმა პროკურორს ლაწირაკი უწოდა, ამის მიზეზი კი პროკურორის განცხადება გახდა, რომელმაც თქვა, რომ დაკავებულს ქალაქიდან გასვლის მცდელობა ჰქონდა. ამ განცხადებას ბრალდებულის ადვოკატიც უარყოფს და ამბობს, რომ ირაკლი ღლონტს მიმალვის მცდელობა არ ჰქონია. ლევან მახარაშვილი მისი დაცვის ქვეშ მყოფისთვის შეფარდებულ პატიმრობას გაასაჩივრებს.

სამართალდამცველებმა ირაკლი ღლონტი 29 ივლისს დააკავეს. მას ბრალდება ლერი სულაბერიძის განზრახ მკვლელობის მცდელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებას ედავება. რაც სასჯელის სახედ 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. საქართველოს პროკურატურამ  ირაკლი ღლონტს ბრალდება გუშინ  წარუდგინა.  წინასასამართლო სხდომა კი 2020 წლის 23 სექტემბერს, ჩანიშნა.

 

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები