კორონავირუსით მე-17 ადამიანი გარდაიცვალა. 79 წლის პაციენტი ე.წ საბურთალოს კლასტერს მიეკუთვნებოდა (30.07.2020)

საქართველოში კორონავირუსით მე-17 ადამიანი გარდაიცვალა. 79 წლის პაციენტი ე.წ საბურთალოს კლასტერს მიეკუთვნებოდა.  მას კორონავირუსის გარდა სხვა თანმხლები დაავადებებიც ჰქონდა და მცხეთის სამედეიცინო ცენტრში ერთ თვის განმავლობაში მკურნალობდა. რაც შეეხება COVID-19-ის ახალ შემთხვევებს ქვეყანაში ინფიცირებულების რიცხვი ხუთით გაიზარდა და დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობამ  1160 შეადგინა. გასული 24 საათის განმავლობაში, ექვსით გაიზარდა  გამოჯანმრთელებულთა რაოდენობაც და ვირუსი საერთო ჯამში 935-მა ადამიანმა დაამარცხა. ახალი შემთხვევებიდან სამი შემოტანილია, მათგან  2 კი სატვირთო ავტომობილის მძღოლია. კიდევ ორი ინფიცირებულის წყარო კი უცნობია. ეპიდემიოლოგები მათ კონტაქტებს იკვლევენ.