ეკა ბესელია მაჟორიტარული მანდატისთვის მცხეთა-მთიანეთში იბრძოლებს (30.07.2020)

პარტია “სამართლიანობის” თავმჯდომარე,  ეკა ბესელია მაჟორიტარული მანდატისთვის მცხეთა-მთიანეთში იბრძოლებს. ამის შესახებ მან მცხეთაში, საარჩევნო კამპანიის ოფიციალურად გახსნისას განაცხადა. ეკა ბესელიას ინფორმაციით, ის უახლოეს პერიოდში პარტიულ სიასაც წარადგენს.  პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა სახელისუფლებო გუნდიდან მისი მთავარი კონკურენტის შესაძლებლობებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ საარჩევნო პროცესში პარტიის მიზანი მხოლოდ ადამიანის კეთილდღეობა იქნება,  მთავარი იდეა კი – სამართლიანობაა.