ცვლიან თუ არა გიორგი შაქარაშვილის საქმის მოწმეები ჩვენებებს – განმეორებითი დაკითხვები შსს-ში (23.07.2020)

ცვლიან თუ არა გიორგი შაქარაშვილის საქმის მოწმეები ჩვენებებს – კითხვა მას შემდეგ გაჩნდა, რაც შინაგან საქმეთა სამინისტროში გამხაურებული საქმის მოწმეების თითქმის ყოველდღე და განმეორებით იკითხებიან. განსხვავებულია მოწმეების მიერ მედიასთან გაკეთებული კომენტარები და ის ჩვენებები, რომლებიც ჟურნალისტებს საქმის მასალებიდან აქვთ.   დღეს, საქმის ერთ-ერთმა მოწმემ ანი გაბეჩავამ უპასუხოდ დატოვა კითხვა იმ მიმოწერაზე, რომლიდანაც ირკვევა, რომ ის გიორგი შაქარაშვილის გაუჩინარების შესახებ ინფორმაციის მოძიებას ცდილობდა. გაბეჩავა დღეს შინაგან საქმეთა სამინიტროში ვიდეომასალის დასათვალიერებლად მივიდა. რა ვიდეო მასალა აქვს უწყებას – უცნობია.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გახმაურებულ საქმეზე ამოცნობის პროცედურა დღეს დაიწყო. გადაწყვეტილება უწყებამ შაქარაშვილის გარდაცვალებიდან 1 თვისა და 4 დღის შემდეგ მიიღო. ეს საქმის ადვოკატებს ეჭვს უჩენს, რომ გამოძიება მიზანმიმართულად აჭიანურებს გარკვეული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებას. ამოცნობის პროცედურა გაიარა დღეს დაკავებულმა არასრულწლოვანმა. ის  დაზარალებულად ცნობილმა  გურამ ამირხანაშვილმა ამოიცნო. დაკავებულის ადვოკატი დღეს კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ ჩვენებაში ამირხანაშვილი არ ახსენებს არასრულწლოვანის მხრიდან რაიმე ტიპის ძალადობას და ასევე, ამბობს იმასაც, რომ იგი მას პოლიციის განყოფილებაშიც ჰყავს ნანახი.

შვილის უდანაშაულობაში დარმუნებულია დაკავებული არასრულწლოვანის მამაც. მან დღეს ჟურნალისტებთან არ გამორიცხა, რომ  გიორგი შაქარაშვილი, შესაძლოა, თავისმა მეგობრებმა სცემეს, რადგან მათ ჩხუბში არ დაეხმარა.

გიორგი შაქარაშვილის ცხედარი მაშველებმა ოთხდღიანი ძებნის შემდეგ, 22 ივნისს იპოვეს. შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზი გახდა ასფიქსია წყალში დახრჩობით. საქმეზე დაკავებულია 17 პირი და საქმე გადაკვალიფიცირებულია ჯგუფური განზრახ მკვლელობის მუხლით.

 

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები