შაქარაშვილის საქმე – სამხარაულის ექსპერტიზის ბიურო დამოუკიდეველი ექსპერტების შეფასებებს პასუხობს (22.07.2020)

ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიურო ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის ცხედრის ექპერტიზის დასკვნაში მითითებულ გარემოებებს განმარტავს და აღნიშნავს, რომ შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმში მითითებული ფრაზა, რომ გიორგი შაქარაშვილის ცხედარს “გვამური გაშეშება გამოხატული ჰქონდა ყველა ჯგუფის კუნთებში”, მექანიკურ შეცდომას არ წარმოადგენს. როგორც ბიუროს განცხადებაშია მითითებული, შაქარაშვილის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ფარგლებში, სხვა ცვლილებებთან ერთად, ხელმეორედ იქნა შეფასებული მის სხეულზე არსებული, სიკვდილის შემდგომი ცვლილება, კერძოდ, “გვამური გაშეშება” და დადგინდა, რომ “გვამური გაშეშება” ექსპერტიზის ჩატარების მომენტში უკვე მოხსნილი იყო.

“შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმში მითითებული გარემოება იმის თაობაზე, რომ გიორგი შაქარაშვილის ცხედარსგვამური გაშეშება გამოხატული ჰქონდა ყველა ჯგუფის კუნთებში”, არ წარმოადგენს მექანიკურ შეცდომას და არ ეწინააღმდეგება დასკვნაში მითითებულ გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის ხანდაზმულობას და დასკვნით დადგენილ სხვა გარემოებებსექსპერტის მიერ ჩატარდა გვამის გარეგნული დათვალიერება, რომლის ფარგლებში, სხვა ცვლილებებთან ერთად, ექსპერტის მიერ შეფასებული იქნა სხეულზე არსებული სიკვდილის შემდგომი ცვლილება, კერძოდ, “გვამური გაშეშება” და დადგინდა, რომ ის გამოხატული იყო სხეულის ყველა ჯგუფის კუნთებშიშემდგომ, ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის დეპარტამენტში ჩატარდა გვამის სასამართლოსამედიცინო ექსპერტიზა რომლის ფარგლებში, სხვა ცვლილებებთან ერთად, ხელმეორედ იქნა შეფასებული გიორგი შაქარაშვილის სხეულზე არსებული, სიკვდილის შემდგომი ცვლილებაკერძოდ, “გვამური გაშეშება” და დადგინდა, რომ “გვამური გაშეშება” ექსპერტიზის ჩატარების მომენტში უკვე მოხსნილი იყო. ციტატა: “გვამური გაშეშების” პროცესი ინტენსიურად მიმდინარეობს და პირველი დღეღამის ბოლოს ყველა ჯგუფის კუნთს მოიცავს. ასეთ მდგომარეობაში კუნთი იმყოფება საშუალოდ 1-2 დღე, რის შემდეგაც თანდათანობით იწყება გვამური გაშეშების მოხსნა .. კუნთების მოდუნება. საზოგადოებას მივმართავთ თხოვნით, გაითვალისწინონ, რომ სასამართლო ექსპერტიზა არის მეცნიერების დარგი. გარწმუნებთ, რომ ექსპერტიზის ეროვნული ბიურო, ექსპერტები აკეთებენ მაქსიმუმს, რომ თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში გასცენ დასმულ კითხვებს ზუსტი, კვალიფიციური პასუხები” ნათქვამია ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ვარაუდი, რომ ორი დღის განმავლობაში ცოცხალი იყო არასამთავრობო ორგანიზაცია “ემპათიამ” გამოთქვა.  მათ შეფასებით, ცხედარს გარკვეული მანიპულაციები აღენიშნებოდა, რასაც გვამური ლაქებიც მოწმობს.  გიორგი შაქარაშვილის გაუჩინარების შესახებ პოლიციას სპორტსმენის ოჯახმა 19 ივნისს  აცნობა. დაკარგული 19 წლის ფეხბურთელი 4 დღიანი ძებნის შემდეგ მაშველებმა მდინარე არაგვში იპოვეს. ამ დრომდე ბუნდოვანია, როგორ აღმოჩნდა გიორგი შაქარაშვილი მდინარეში. ერთკვირიანი საგამოძიებო მოქმედებების შემდეგ,  გახმაურებულ საქმეზე 17 პირი დააკავეს. მათ გამოძიება ორი ან მეტი პირის მიმართ განხორციელებულ ჯგუფურ ძალადობას, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას და ამავე ძალადობაში მონაწილეობასა და ჯგუფურად თავისუფლების უკანონო აღკვეთას ედავებოდა.  თუმცა  მას შემდეგ, რაც ექსპერტიზამ დადგინა, რომ ცხედარს სიცოცხლისდროინდელი დაზიანებები აღენიშნებოდა,  სისხლის სამართლის საქმის უკვე არსებულ კვალიფიკაციას,  დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობაც  დაემატა. თუმცა ვისი დანაშაული გამოიკვეთება მკვლელობის ნაწილში, ისევ ბუნდოვანია.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები