კორონავირუსის 24 ახალი შემთხვევა (22.07.2020)

კორონავირუსის 24 ახალი შემთხვევა. ეპიდემიოლოგების ინფორმაციით, ახალი შემთხვევებიდან 7 იმპორტირებულია, 5 უკვე დაავადებულთან კონტაქტებიდან გამოვლინდა, 10 გარდაბნის რაიონში დაფიქსირდა, 2 დადასტურებული შემთხვევის წყარო კი უცნობია. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით,  ინფიცირების 24 ახალი შემთხვევა განგაშისა და პანიკის საფუძველს არ იძლევა, რადგან  ქვეყანაში ახალი, ე.წ  “გარდაბნის კლასტერია”  შექმნილი და შემთხვევების მატება მოსალოდნელია. ინფექციონისტები  მოსახლეობას მოუწოდებენ  დაიცვან და გაითვალისწინონ ის აუცილებელი რეკომენდაციები, რასაც სპეციალისტები გასცემენ.

საქართველოში კორონავისურისთ ინფიცირების სულ 1073 შემთხვევა ფიქსირდება. ბოლო 24 საათში ოთხი ადამაინი კიდევ გამოჯანმრთელდა და მათი საერთო რაოდენობა  907-ს შეადგენს.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები