საქართველოში კორონავირუსით მე-16 ადამიანი გარდაიცვალა (20.07.2020)

საქართველოში კორონავირუსით მე-16  ადამიანი გარდაიცვალა. პაციენტი 70 წელს გადაცილებული მამაკაცია და ის მცხეთის სამედიცინო ცენტრში მკურნალობდა.  ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ადასტუერებს.  რაც შეეხება, კორონავირუსის ახლ შემთხვევებს ქვეყანაში მათი რიცხი 11-ით გაიზარდა და ინფიცირერბულთა საერთო რაოდენობამ 1039 შეადგინა. გასული 24 საათის განმავლობაში ერთით გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რაოდენობაც და ვირუსი საერთო ჯამში 900-მა ადამიანმა დაამარცხა.  ახალი შემთხვევებიდან 4 შემოტანილია და ოთხივე სატვირთო ავტომობილის მძღოლია. დანარჩენი შვიდი კი დადასტურებულ შემთხვევებთან კონტაქტია. ამ დროისთვის, ქვეყნის მასშტაბით კარანტინის რეჟიმში 5687 ადამიანი იმყოფება.  სტაციონარში მკურნალობი სქვეშ კი 232 პირი რჩება, მათ შორსი საქართველოში სამკურნალოდ ჩამოყვანილია 41 პაციენტი.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები