რატომ გადადგა ბათუმის მერი და მოხვდება თუ არა “ქართული ოცნების” სიაში (16.07.2020)

ბათუმის არჩეული მერი გადადგა. ლაშა კომახიძემ თანამდებობის დატოვების შესახებ ინფორმაცია ჟურნალისტებთან დღეს დაადასტურა. გადადგა ბათუმის ვიცე-მერი ჯაბა ტუღუშიც. ლაშა კომახიძე თანამდებობიდან ისე წავიდა, არც ამომრჩევლისთვის და არც მედიისთვის მიზეზები არ აუხსნია, თქვა მხოლოდ ის, რომ მას “ქართული ოცნებიდან” ღირსეული შეთაბაზებები აქვს.

ბოლო დროს გავრცელებული ინფორმაციით კი  კომახიძეს თანამდებობიდან გადადგომა აიძულეს, რის სანაცვლოდაც ის “ოცნების” პარტიულ სიაში მოხვედრას ითხოვდა.  ლაშა კომახიძე, ქვეყნის მასშტაბით, მეექვსე არჩეული მერია, ვინც თანამდებობა დატოვა. მერის მოვალეობას არჩილ ჩიქოვანი შეასრულებს.