რაზე ისაუბრეს პრეზიდენტმა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა (16.07.2020)

საქართველოს პრეზიდენტმა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს, ელჩ მარეკ შჩიგელს უმასპინძლა. ორბელიანების სასახლეში გამართულ შეხვედრაზე, საუბარი შეეხო საოკუპაციო ხაზზე არსებულ მძიმე ვითარებას. სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ აუცილებელია, გაიზარდოს სადამკვირვებლო მისიის მანდატი, რათა მისიამ უფრო ეფექტიანად შეძლოს ვითარების გაკონტროლება რაც ადმინისტრაციული ხაზის ორივე მხარეს მცხოვრებ მოქალაქეებს შესაძლებლობას მისცემს უფრო ნორმალურ პირობებში იცხოვრონ. სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა პრეზიდენტს მისიის საქმიანობის შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა.

 

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები