გიორგი შაქარაშვილის საქმე – დანიშნული ახალი ექსპერტიზები, დაკითხვა – გამოკითხვები (16.07.2020)

გიორგი შაქარაშვილის  გარდაცვალების გახმაურებულ საქმეზე გამოძიება გრძელდება. საქმის მასალების  მე-18 ტომში არსებული დოკუმენტაციიდან ირკვევა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს კონკრეტული ექსპერტიზის მოთხოვნით მიმართა.  სპეციალისტებმა უნდა დაადგინონ,  შაქარაშვილის დაზიანებები ხომ არ უკავშირდება ხიდიდან ვარდნას. შინაგან საქმეთა სამინისტროში გრძელდება გამოკითხვებიც. 19 ივნისის დაბადების დღის წვეულების  მონაწილეები მედიასთან კომენტარს არ აკეთებენ.  დაკავებულების ადვოკატები  კი გამოკითხვების ოქმებს ითხოვენ, ისინი ვარაუდობენ, რომ საქმის კვალიფიკაციის შეცვლის გამო გამოძიება ჩვენებებს მალავს.

გლდანის ციხეში დღეს  შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულ ერთ-ერთ არასრულწლოვანთან ექსპერტები შევიდნენ. სპეციალისტებმა უნდა დაადგინონ აქვს, თუ არა დაზიანებები ზ.ხ.-ს.  შეგახსნებეთ, რომ ის ერთ-ერთია იმ 6 ნაძალადეველს შორის რომლებმაც გიორგი შაქარაშვილი ბოლოს ნახეს.

გიორგი შაქარა​შვილის საქმეზე ერთ კონკრეტულ ეპიზოდს სწავლობს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური. ლონდა თოლორაიას დეტალები დღეს არ დაუკონკრეტებია, თუმცა განაცხადა, რომ საქმე ერთ-ერთი პროცესის მონაწილეს ეხება.

გიორგი შაქარაშვილის გაუჩინარების შესახებ პოლიციას სპორტსმენის ოჯახმა 19 ივნისს  აცნობა. დაკარგული 19 წლის ფეხბურთელი 4 დღიანი ძების შემდეგ მაშველებმა მდინარე არაგვში იპოვეს. ამ დრომდე ბუნდოვანია, როგორ აღმოჩნდა გიორგი შაქარაშვილი მდინარეში.  გიორგი შაქარაშვილის  ოჯახმა საგამოძიებო უწებას დამნაშავეების დასასჯელად  2 კვირიანი ვადა მისცა.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები