ყოფილი მაღალჩინოსანი დავით ცინარიძე გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა (15.07.2020)

ცოლზე ძალადობის ბრალდებით დაკავებული დავით ცინარიძე ციხიდან გირაოს სანაცვლოდ  გათავისუფლდა.  თბილისის საქალაქო სასმართლომ  საპატრულო პოლიციის ყოფილ უფროსს 30 ათასი ლარის ოდენობის გირაო შეუფარდა. შეგახსნებთ, რომ დავით ცინარიძე 28 აპრილს დააკავეს. პროკურატურის ინფორმაციით, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ცინარიძემ მეუღლეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, შემდეგ კი ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა, რა დროსაც ცეცხლსასროლი იარაღიდან ერთჯერადად გაისროლა.  დავით ცინარიძის სახელი და გვარი  საზოგადოებას ცნობილი ვიდეო ჩანაწერიდან ახსოვს.  2015 წელს ინტერნეტსივრცეში ვიდეო გაავრცელა, რომელშიც მძღოლი, ეკა ყუშიტაშვილი უცენზურო სიტყვებით მოიხსენიებდა  პატრულის თანამშრომელს და მასთან თბილისის საპატრულო პოლიციის უფროსს – დავით ცინარიძეს ახსენებთა. ამ ფაქტის გამო ცინარიძე საპატრულო პოლიციის უფროსის თანამდებობიდან გაათავისუფლეს

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები