პრეზიდენტი საპატრიარქოს და ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას განსაკუთრებულ მუშაობას სთხოვს (15.07.2020)

რელიგიური  ტურიზმის განვითარების მიზნით, პრეზიდენტი საპატრიარქოს და ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას განსაკუთრებულ მუშაობას სთხოვს. განცხადება სალომე ზურაბიშვილმა ზუგდიდში, ივერიის ღვთისმშობლის სახელობის მშენებარე ტაძარში, ვლაქერნობის დღესასწაულთან დაკავშირებულ წირვაზე დასწრებისას გააკეთა.  პრეზიდენტის თქმით, ქვეყანაში ძალიან ბევრი ისეთი  წმინდა ადგილია, სადაც ქართველ მომლოცველებთან  ერთად უცხოელებიც უნდა ჩამოდიოდნენ. სალომე ზურაბიშვილი იმედოვნებს, რომ ტურიზმის სააგენტოსა და საპატრიარქოს  ერთობლივი მუშაობის შედეგად, რელიგური ტურიზმის მიმართულებით, საქართველო  ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქვეყანა გახდება.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები