მკვლელობის მცდელობა გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით – ბრალდებულმა ქალს ცეცხლი წაუკიდა (14.07.2020)

მამაკაცს, რომელმაც 24 წლის ქალს ბენზინი შეასხა და ცეცხლი წაუკიდა, პროკურატურამ ბრალდება დაუზუსტა და გენდერული დისკრიმინაცია დაადგინა. პროკურატურამ  სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში შეკრებილი მტკიცებულებების საფუძველზე დადგინდა, რომ შალვა გოგოლაძემ მკვლელობის მცდელობა გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით ჩაიდინა. ასევე, გამოძიებით დადგინდა, რომ  2020 წლის თებერვალსა და მაისში მან  დაზარალებულ ქალზე გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით ფიზიკური ძალადობა განახორციელა. შალვა გოგოლაძეს სასამართლომ წინასწარი პატიმრობა 12 დღის წინ შეუფარდა. შემთხვევა 30 ივნისს მოხდა. ბრალდებულმა მამაკაცმა მეგობარ ქალს ბენზინი გადაასხა და ცეცხლი წაუკიდა. დაზარალებულს სხეულის 37%-მდე მძიმე დამწვრობა აქვს მიღებული.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები