„გირჩი“ არჩევნებზე მისული მოქალაქეებისთვის “Tesla”-ს მარკის მანქანას გაათამაშებს

გირჩი  არჩევნებზე მისული მოქალაქეებისთვის “Tesla”-ს მარკის  მანქანას გაათამაშებს. ეს დაპირება კი იმ შემთხვევაში შესრულდება თუ პარტია პარლამენტში მოხვედრას შეძლებს.  განცხადება გირჩის ლიდერმა წინასაარჩევნო პროექტების პრეზენტაციაზე, დღეს გააკეთა. ზურაბ ჯაფარიძის თქმით, გათამაშებაში მონაწილეობა შეუძლია ყველას, ვინც არჩევნების დღეს საკუთარ გადაწყვეტილებას დააფიქსირებს. გათამაშებაში მონაწილეობისთვის კი საჭიროა ამომრჩეველი “გირჩის” პორტალზე დარეგისტრირდეს. ინიციატივის მიზანი ამომრჩეველთა გააქტიურებაა. ​”გირჩმა”  დღეს  საკუთარი გაზეთის “მეტი თავისუფლების” პრეზენტაციაც გამართა, რომლშიც  პარტიის შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნდება.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები