გამქრალი მტკიცებულებები, შეცვლილი ჩვენებები, პასუხგაუცემელი კითხვები – როგორ ყალბდება შაქარაშვილის საქმე (13.07.2020)

გამქრალი მტკიცებულებები, ურთიერთამომრიცხავი ჩვენებები და არაერთი პასუხგაუცემელი კითხვა19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის ცხედრის პოვნიდან 3 კვირის შემდეგ გამოძიებას კვლავ არ ჰყავს გამოვლენილი ის პირები, რომლებიც შაქარაშვილს ჯერ ფიზიკურად გაუსწორდნენ, შემდეგ კი, სავარაუდოდ, მდინარეში გადააგდეს. ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ ბოლო დროის ყველაზე გახმაურებული საქმე ყალბდება, შინაგან საქმეთა სამინიტრო კი გამოძიების ჩიხში შეყვანას ცდილობს. მთავრობის ოპონენტებს მიაჩნიათ, რომ ხელისუფლება მტკიცებულებებს მიზაბმიმართულად  ანადგურებს, რათა დამნაშევეები და მათზე  ხელის დამფარებელი პირები არ გამოვლინდნენ და არ დაისაჯონ.

გამოძიების მიმართ კითხვები  აქვთ “ქართული ოცნებიდან” წამოსულ დეპუტატებსაც. ამბობენ, რომ საქმის მასალებში არსებული არაერთი უზუსტობის ფონზე, ჩნდება განცდა, რომ სახელმწიფო სტრუქტურების ნაწილს საქმის გარშემო ჭეშმარიტების დადგენა არ სურს. მათივე აზრით, აუცილებელია გომელაურის უწყებამ მეტი ეფექტურობა გამოავლინოს და ყველა ბრალდებულს ბრალი კანონის შესაბამისად წარუდგინოს.

გიორგი შაქარაშვილის საქმეში  საეჭვო გარემოებებზე საუბრობენ გახმაურებული საქმეების  ადვოკატებიც.  დავით სარალიძისა და დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატებს მიაჩნიათ, რომ შაქარაშვილის საქმეში ისეთივე დარღვევებია, როგორიც  თავის დროზე ხორავას ქუჩისა და დეკანოზის საქმის მასალაებში იკვეთებოდა.  უფლებადამცველებისთვის საეჭვოა 19 ივნისის ღამეს განხორციელებული ზარების ქრონოლოგია და ამავე ღამეს პოლიციის მიერ ჩატრებული ღონისძიებების ეფექტურობა. მათი აზრით, წარსულის მსგავსად ხელისუფლება საქმიდან მტკიცებულებების განადგურებას ცდილობს, რის შედეგადაც დამნაშავეები დაუსჯელები დარჩებიან.

ოპონტებისა და იურისტების ბრალდებებს არ იზიარებენ მმართველ გუნდში. უმრავლესობის წევრებს შაქარაშვილის საქმის ირგვლივ კითხვები არ უჩნდებათ და აღნიშნავენ, რომ გამოძიება წესების სრული დაცვით მიმდინარეობს. ხელისუფლების აზრით,  ახალგაზრდა ფეხბურთელის გარდაცვალების თემას ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები მათი ვიწროპარტიული ინტერესებითვის იყენებენ.

19 წლის ფეხბურთელის საქმის ირგვლივ არაერთი ბუნდოვანი დეტალის მიუხედავად, გამოძიება დასმულ კითხვებს პასუხს ვერ სცემს. ის ადამიანები, რომლებიც საქმის მიმდინარეობას ყოველდღიურად აკვირდებიან ფიქრობენ, რომ შაქარაშვილის საქმის გამოძიება ხორავას ქუჩის ბედს გაიზიარებს და დამნაშავეები საბოლოოდ ვერ გამოიკვეთებიან.

 

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები