აშშ-მ საქართველოს შესაძლოა დაფინანსება შეუმციროს – კანონპროექტი დამტკიცებულია (10.07.2020)

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს შესაძლოა დაფინანსება შეუმციროს. წარმომადგენელთა პალატის ასიგნებების კომიტეტმა უკვე დაამტკიცა კანონპროექტი, რომელშიც საქართველოსთვის ფინანსური დახმარების გაწევის პირობებზეა საუბარი. დოკუმენტში, რომელსაც მხარი 29 კანონმდებელა დაუჭირა, ნათქვამია, რომ საქართველომ შესაძლოა 132 მილიონიანი დახმრაებიდან 15% ვერ მიიღოს, იქამდე ვიდრე შტატების სახემწიფო მდივანი კმიტეტს არ წარუდგენს ანგარიშს, რომ საქართველოს მთავრობა ეფექტურ ნაბიჯებს დგამს დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების, კორუფციასთან ბრძოლისა და კერძო სექტორში კანონის უზენაესობის, მათ შორის უცხოური ბიზნესის უფლებების დაცვის კუთხით.

პრემიერ-მინისტრი კი ვაშინგტონში განვითარებულ პროცესებს ოპოზიციას უკავშირებს. გიორგი გახარიას განცხადებით სწორედ ვაიპოლიტიკოსები ცდილობენ, რომ  საერთაშორისო პარტნიპორები შიდა პოლიტიკურ დაპირისპირებაში ჩაითრიონ. როგორც პრემიერი ამბობს, დოკუმენტი კონგრესში ჯერ კომიტეტებს გადის, თუმცა წარდგენილი ინიციატივის შინაარსი მისთვის სასიამოვნო არ არის.

საქართველოსთვის საგანგაშო პოლიტიკური აქტი – ასე უწოდებენ კონგრესის ასიგნებების კომიტეტის მიერ დამტკიცებულ დოკუმენტს ოპოზიციაში. პოლიტიკოსები ამბობენ, რომ “ქართული ოცნების” შეცდომები და ოლიგარქიულ-კლანური მმართელობა ქვეყანას ძვირი უჯდება, ვინაიდან საფრთხე, რომ საქართველოს დაფინასნება 15%-ით შეუმცირდეს რეალურია. ოპოზიციის შეფასებით თუ კონგრესი საქართველოს სანქციებს დაუწესებს, ეს იქნება პრობლემა არა მხოლოდ ივანიშვილისთვის, არამედ საქართველოს მოსახლეობისთვის.

ამერიკის შეერთებული შტატების ასიგნებების კომიტეტში დამტკიცებული კანონპროექტი ჯერ, კონგრესის პლენარულ სესაიზე უნდა განიხილონ, საბოლოოდ კი სენატმა უნდა დაამტკიცოს. რა გადაწყვეტილებას მიიღებს ვაშინგტონი საქართვლოსთვის გამოყოფილ დახმარებასთან დაკავშირებით – ეს მაიკ პომპეოს ანგარიშზეა დამოკიდებული.  გუშინ დოკუმენტს შესწორებებიც დაერთო, რომელშიც აღნიშნულია, რომ სახელმწიფო მდივანმა უნდა განსაზღვროს, დგამს თუ არა საქართველოს მთავრობა ეფექტიან ნაბიჯებს საარჩევნო რეფორმის იმპლემენტაციის, სასამართლოს დამოუკიდებლობის, სამოქალაქო საზოგადოების, ოპოზიციური პარტიების და დამოუკიდებელი მედიის უფლებების დაცვის და მთავრობის ფუნქციონირებაში, კანონის და რეგულაციების გავრცელებაში ოლიგარქის არაფორმალური გავლენის შეზღუდვის მიმართულებით.