ერთიან ეროვნულ გამოცდაზე გასულ აბიტურიენტს კორონავირუსი დაუდასტურდა (10.07.2020)

ერთიან ეროვნულ გამოცდაზე გასულ აბიტურიენტს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამირან გამყრელიძის ინფორმაციით ინფიცირების წყარო მისი ოჯახის წევრია. გამოკვლეულია მასთან  კონტაქტში მყოფი 27 ადამიანიც და ტესტის პასუხი უარყოფითია. ცხრა აბიტურიენტი კი, რომელიც მასთან იყო კონტაქტში, ამჟამად დაკვირვების ქვეშ, საკარანტინო სივრცეში იმყოფება და ყოველი გამოცდის წინ მათ “პისიარ” ტესტი ჩაუტარდებათ.

გასული 24 საათის განმავლობაში საქართველოში საერთო ჯამში კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი ორით გაიზარდა. ამ მონაცემებით ქვეყანაში კოვიდინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 973 გახდა.  ვირუსი კი საერთო ჯამში 846-მა პირმა დაამარცხა. ახალი შემთხვევებიდან  3 სატვირთო ავტომანქანის მძღოლია, 1  მათგანი  კი დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტია. რაც შეეხება მეხუთე პაციენტს, მისი ინფიცირების წყარო ჯერჯერობით უცნობია. ამ დროისთვის, ქვეყნის მასშტაბით კარანტინის რეჟიში 4851 ადამიანი იმყოფება. სტაციონარში დაკვირვების ქვეშ კი 231 პირი რჩება.

 

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები