ნეპოტიზმი სასამართლოში – ჯანეზაშვილი შესწავლილ ფაქტებს ახმაურებს (09.07.2020)

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი გავლენიან მოსამართლეებს საკუთარი ოჯახის წევრებისა და ნათესავების სხვადასხვა თანამდებობაზე დანიშვნაში ადანაშუალებს. ნაზი ჯანეზაშვილის განმარტავს, რომ  სასამართლოებში ნათესაური, მეგობრული და სხვაგვარად დაკავშირებული პირებისთვის პრივილეგიების მინიჭება ხელს უშლის კვალიფიციური კადრების მიღებას, სისტემაში დასაქმებულ პროფესინალებს კი კარირეული წინსვლის  შესაძლებლობას უკარგავს. საბჭოს არამოსამართლე წევრმა რამდენიმე კონკრეტული მაგალითიც დაასახელა და განმარტა, რომ ის იმ ფაქტების მხოლოდ მცირე ნაწილია, რომლებიც სასამართლო სისტემაში გავრცელებულ ნეპოტიზმზე მიანშნებს.