კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 3-ით გაიზარდა (08.07.2020)

საქართველოში კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი 3-ით გაიზარდა. ამ მონაცემებით ქვეყანაში კოვიდინფიცირებულთა საერთო რაოდენობა უკვე 963 გახდა. ვირუსი საერთო ჯამში  841-მა პირმა დაამარცხა. ახალი შემთხვევებიდან 4 იმპორტირებულია, რაც შეეხება მეხუთე პაციენტს, ის დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტია. ახალი ინფიცირებულებიდან ერთი თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში მოათავსეს. პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ამ დროისთვის ქვეყნის მასშტაბით კარანტინის რეჟიმში 4425 ადამიანი იმყოფება. სტაციონარში დაკვირვების ქვეშ კი 222 პირი რჩება.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები