შეწყდეს საბჭოთა ცენზურა – აქცია-პერფორმანსი იუსტიციის სამინისტროსთან (07.07.2020)

შეწყდეს საბჭოთა ცენზურა – ამ ლოზუნგით დღეს, იუსტიციის სამინისტროსთან მოძრაობა “შეცვალეს” წევრებმა აქცია-პერფორმანსი გამართეს. სამოქალაქო აქტივისტებმა  მხარი ბაჩანა შენგელიას დაუჭირეს და იუსტიციის სამინისტროს მხრიდან, მისი პროფესიული საქმიანობის შეჩერება გააპროტესტეს. “შეცვალეს” შეფასებით, “ქართული ოცნება”  სიტყვის თავისუფლების შეზღუდვისთვის და პოლიტიკური რეპრესიებისთვის  ტოტალიტარული რეჟიმისთვის დამახასიათებელ ყველა მეთოდს იყენებს. ბაჩანა შენგელიას ნოტარიუსის საქმიანობა გასულ კვირას “ფეისბუქზე” დაწერილი პოსტების გამო შეუჩერდა, თუმცა მოგვიანებით, საქალაქო სასამართლომ შენგელიას განცახდება დააკმაყოფილა და იუსტიციის სამინიტროს მისთვის სანოტარო საქმიანობაზე წვდომის აღდგენა დაავალა. თუმცა თეა წულუკიანის უწყებამ მას ნოტარიუსის საქმიანობა მაინც არ აღუდგინა. მომხდარის გამო გუშინ ბაჩანა შენგელიამ იუსტიციის სამინისტროს საკონსტიტუციო სასამართლოში უჩივლა.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები