მთავრობა საგანგებო მდგომარეობის გარეშე გარკვეული შეზღუდვების დაწესების უფლებას იხანგრძლივებს (07.07.2020)

მთავრობა  საგანგებო მდგომარეობის გარეშე​  გარკვეული შეზღუდვების დაწესების უფლებას იხანგრძლივებს. ვადა, რომლითაც  მთავრობას პარლამენტისა და საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე სპეციალური შეზღუდვების დაწესება შეუძლია სავარუდოდ 2020 წლის ბოლომდე გახანგრძლივდება. “ქართულმა  ოცნებამ” კანონში შესატანი ცვლილება პალამენტში უკვე დააინიცირა და მისი განხილვა კომიტეტებზე იწყება. ამ ინიციატივას  ოპოზიცია კატეგორიულად ეწინააღმდეგება.  ამბობენ, რომ “ქართული ოცნების” გადაწყვეტილება  არაკონსტიტუციურია და ხელისუფლება განუსაზღვრელი ძალაუფლების გახანგრძლივებას ცდილობს. მმართველი გუნდის ოპონენტები ფიქრობენ, რომ რეგულაციებს “ქართული ოცნება” წინასაარჩევნო პერიოდში სათავისოდ გამოიყენებს.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ კანონით გათვალისწინებული ცვლილებების ვადის შესაძლო გახანგრძლივებას,  არჩევნების თარიღს  არ უკავშირებს მმართველი გუნდი. “ქართულ ოცნებაში” ამბობენ, რომ მსოფლიოში კორონაპანდემიის კუთხით ვითარება საკმაოდ რთულია და საქართველომ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ მდგომარეობა ქვეყანაში არ დამძიმდეს.

გასულ თვეს “საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ” კანონში შეტანილი ცვლილებებით, მთავრობამ   საგანგებო მდგომარეობის  გამოცხადების გარეშე  გარკვეული შეზღუდვების დაწესების უფლება 15 ივლისამდე მიიღო. საკანონმდებლო ორგანოს მხარდაჭერის შემთხვევაში, შეზღუდვების მოქმედების ვადა 2021 წლის 1 იანვრამდე გაგრძელდება.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები