კორუფციის ფაქტები საგანგებო რეჟიმის პერიოდში. “საერთაშორისო გამჭირვალობა – საქართველოს” კვლევა (07.07.2020)

კორუფციის ფაქტები კორონა პანდემიის გამო დაწესებული საგანგებო რეჟიმის პერიოდში. “საერთაშორისო გამჭირვალობა – საქართველო” კვლევას აქვეყნებს, რომელშიც  ორგანიზაციამ პანდემიის პერიოდში  სახელმწიფო შესყიდვები შეისწავლა და დააგინა, რომ პროცედურა რიგ შემთხვევებში კითხვებს არჩენს. გავლენიანი ორგანიზაციის კვლევაში ნათქვამია, რომ კონტრაქტების მესამედი ისეთ კომპანიებსა და პირებს უფორმდებოდათ,  რომლებსაც მმართველ პარტიასთან აქვთ კავშირი და ხშირ შემთხვევაში, “ქართული ოცნების” შემომწირველები არიან. 2020 წლის 21 მარტიდან 22 მაისამდე ჩატარებული კვლევის შედეგების მიხედვით, საგანგებო მდგომარეობის დროს ყველაზე მეტი ღირებულების – ჯამში 108.5 მლნ ლარის ტენდერები თბილისის მერიამ გამოაცხადა. გამარტივებული შესყიდვების გზით ყველაზე მეტი თანხა – ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ დახარჯა.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები