კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა. ქვეყანაში COVID-ინფიცირებულთა მონაცემი 958 გახდა (07.07.2020)

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 5-ით გაიზარდა და 958 გახდა. რვით გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რაოდენობაც, საერთო ჯამში ქვეყანაში COVID-19 838-მა პაციენტმა დაამარცხა. ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის თქმით, კორონავირუსით ინფიცირების 5-ვე ახალი შემთხვევა შემოტანილია. 5-დან 3 სატვირთო ავტომანქანის მძღოლია, 2 კი სხვა ქვეყნიდან შემოსული მოქალაქე. ამ დროისთვის ქვეყნის მასშტაბით არსებულ საკარანტინო რეჟიმში იმყოფება 3 903, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 202 პირი. ქვეყანაში კორონავირუსის ინფექციით 15 პაციენტია გარდაცვლილი.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები