საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა კიდევ ოთხით გაიზარდა და 943 გახდა (03.07.2020)

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა ოთხით გაიზარდა და 943 გახდა. ახალი შემთხვევებიდან 2 სატვირთო ავტომობილის მძღოლია, 2 კი სხვა ქვეყნიდან შემოსული მოქალაქე. მათგან ერთი თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში შეიყვანეს. ის საქართველოში აზერბაიჯანიდან შემოვიდა და ვირუსი საკარანტინო სივრცეში დაუდასტურდა. ოთხოვე პაციენტის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. ბოლო 24 საათში კორონავირუსი კიდევ ოთხმა ადამიანმა დაამარცხა, რითიც გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 821 გახდა. კარანტინის რეჟიმში 3080 ადამიანი იმყოფება. სტაციონარში დაკვირვების ქვეშ კი 242 პირი რჩება. ქვეყანაში COVID-19-ით სულ 15 ადამიანი გარდაიცვალა.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები