“სასურველი იქნებოდა რეფორმების განხორციელება ეუთო/ოდირის მიერ რეკომენდებულ საკვანძო სფეროებში ” (03.07.2020)

სასურველი იქნებოდა უფრო ამბიციური რეფორმების განხორციელება ეუთო/ოდირის მიერ რეკომენდირებულ საკვანძო სფეროებში –  ასე ეხმაურება ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი პარლამენტის მიერ დამტკიცებულ ახალი საარჩევნო კოდექსს.  ჰარცელი საარჩევნო კანონდმებლობაში ცვლილებებს მიესალმება, თუმცა უკმაყოფილოა იმით, რომ პარლამენტმა ეუთო-ოდირის მიერ გაცემული რეკომენდაციები ამომრჩეველთა მოსყიდვის შესახებ არ გაითვალისწინა და ცვლილებები მის გარეშე მიიღო. ელჩი მწუხარებას გამოთქვავს იმის გამოც რომ ახალი საარჩევნო კანონმდებლობის უფრო ფართო პოლიტიკური მხარდაჭერის მიღების შესაძლებლობა ხელიდან იქნა გაშვებული.

კარლ ჰარცელის მიერ გამოთქმული კრიტიკა მოსალოდნელი იყო ოპოზიციისთვის. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ კოდექსში გაპარული არაერთი უზუსტუბა, მმართველ გუნდს აძლევს შანსს, ამომრჩეველზე ზემოქმედების მეთოდები კვლავ გააქტიუროს, ეს კი არჩევნების დემოკრატიულად ჩატარებას მნიშვნელოვნად შეუშლის ხელს. უმრავლესობაში კი აცხადებენ, რომ კოდექსზე მუშაობისას მათ ყველა აუცილებელი რეკომენდაცია გაითვალისწინეს და შედეგად გამართული საარჩევნო კოდექსი მიიღეს.

საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებები პარლამენტმა მესამე მოსმენით გუშინ დაამტკიცა. ცვლილებების თანახმად, პარტიები ვალდებულნი არიან პროპორციულ სიებში ყოველი მე-4 განსხვავებული სქესის შეიყვანონ. ამავე ცვლილების მიხედვით, იკრძალება კენჭისყრის დღეს, სააგიტაციო მასალის განთავსება, საარჩევნო უბნის გარდა, შენობის შესასვლელიდან 25 მეტრის რადიუსში. აკრძალული ხდება კენჭისყრის შენობაში ან ამ შენობიდან 25 მეტრის მანძილზე ამომრჩევლის გადაადგილების ფიზიკურად შეფერხებაც. ეს აკრძალვა არ შეეხება ეგზიტპოლის მიზნით განხორციელებულ საქმიანობას.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები