პარტიები უნდა ხელმძღვანელობდნენ არა საკუთარი, არამედ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე – გიორგი გახარია (03.07.2020)

ევროკავშირის ელჩის განცხადებას გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრი. გიორგი გახარია აცხადებს, რომ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე საყოველთაო კონსენსუსი იქნებოდა ქვეყნის გამარჯვება და როცა საკითხი სისტემურ ცვლილებებს ეხება, პარტიები უნდა ხელმძღვანელობდნენ არა საკუთარი, არამედ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე.

პრემიერ-მინისტრმა კომენტარი 8 მარტის შეთანხმების შესრულებაზე და გიორგი რურუას საქმეზეც გააკეთა. გიორგი გახარია აცხადებს, რომ ყველა დამნაშავე ციხეში უნდა იჯდეს და ამას პოლიტიკურ პროცესებთან კავშირი არ უნდა ჰქონდეს. პრემეირის თქმით საბოლოო გადაწყვეტილება ამ საქმეზე სასამართლომ უნდა მიიღოს.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები