საარჩევნო სისტემის რეფორმას ისტორიულს უწოდებს პრემიერ-მინისტრი – მთავრობის სხდომა კანცელარიაში (02.07.2020)

საარჩევნო სისტემის რეფორმას ისტორიულს უწოდებს პრემიერ-მინისტრი. მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ მიუხედავად პოლიტიკური შეხედულებებისა, ყველამ უნდა შეიტანოს წვლილი იმაში, რომ ეს პროცესი დემოკრატიული და გამჭვირვალე არჩევნებით დაგვირგვინდეს.

დღესვე მთავრობის მეთაურმა მოახლოებულ ეროვნულ გამოცდებზეც ისაუბრა. ცნობილი გახდა, რომ აბიტურიენტებს ეროვნული გამოცდების მიმდინარეობისას პირბადის მოხსნის შესაძლებლობა ექნებათ. გიორგი გახარიას თქმით აბიტურიენტები საგამოცდო ადგილზე პირბადეებით უნდა მივიდნენ, თუმცა წერის პროცესში პირბადე სავალდებულო არ იქნება. პრემიერის განმარტებით საგამოცო ოთახებში ყველა ფანჯარა ღია იქნება, თუმცა იმ შემთხვევაში თუ ტემპერატურა 30 გრადუსამდე აიწევს, კონდენციონერის ჩართვაც ნებადართული იქნება.

მთავრობა ევროპის ქალაქებიდან საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნების უზრუნველსაყოფად სპეცრეისების აღდგენას გეგმავს. კონკრეტული გეგმა თუ როდის და რომელი ქალაქიდან განხორციელდება ფრენები ორშაბათს გახდება ცნობილი. პრემიერმა მთავრობის სხდომაზე ხაზი გაუსვა, რომ ბილეთის ფასი უნდა იყოს მისაღები და არ უნდა აღემატებოდეს 200 ევროს. რეისები კი რამდენიმე ავიაკომპანიამ უნდა განახორციელოს.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები