მთავრობის გადაწყვეტილებით, ტელეკომპანია “კავკასიას” მორიგი ინკასო დაედო (02.07.2020)

მთავრობის გადაწყვეტილებით, ტელეკომპანია “კავკასიას” მორიგი ინკასო დაედო. მედიის თხოვნას, არხის მიერ დაგროვილი დავალიანების, 29 ათასი ლარის 1 წელზე გადანაწილებულის შესახებ, ფინანანსთა სამინისტრომ უარით უპასუხა. არხის გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი ამბობს, რომ იმ პირობებში, როცა ხელისუფლება მსხვილ არხებს ათობით მილიონ ლარს პატიობს, “კავკასია”-სთვის ინკასოს დადება შერჩევითი სამართლის მკაფიო მაგალითია. ჯანგირაშვილი ხელისუფლების მხრიდან გააქტიურებულ ზეწოლაზეც საუბრობს და ამბობს, რომ ამ ყველაფრის მიზანი წინასაარჩევნოდ კრიტიკული მედიის გაჩუმებაა.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები