91 მომხრე და 5 წინააღმდეგი – საარჩევნო კოდექსში ცვლილებებს პარლაემნტმა პირველი მოსმენით კენჭი უყარა (01.07.2020)

91 მომხრე და 5 წინააღმდეგი – საარჩევნო კოდექსში ცვლილებებს პარლამენტმა პირველი მოსმენით კენჭი უყარა. რიგგარეშე სხდომაზე დეპუტატებისთვის სადაო აღმოჩნდა გენდერული კვოტების საკითხი. ცვლილებების თანახმად გენდერული კვოტირება სავალდებულო ხდება და პარტიების მიერ წარმოდგენილ პროპორციულ სიაში  ყოველი მეოთხე, განსხვავებული სქესის უნდა იყოს.  დამოუკიდებელ დეპუტატს – ეკა ბესელიას ეს ცვლილება არ მოსწონს და ამბობს, რომ  პარტიების სიაში, განსხვავებული სქესის ყოველი მესამე უნდა იყოს.

საპარლამენტო უმრავლესობას საარჩევნო კოდექსში ცვლილებების განხილვა დღესაც ოპოზიციის გარეშე მოუხდა. “ნაციონალური მოძრაობა” და “ევროპული საქართველო” ბოიკოტის რეჟიმში რჩებიან. ამის გამო “ქართული ოცნების” წევრებმა ოპონენტები დღესაც  არაერთხელ გააკრიტიკეს. ამბობენ,  რომ ოპოზიციის გარკვეული შენიშვნები გაიზიარეს, ამიტომ მათთვის გაუგებარია, რატომ არ ესწრებოდნენ დღევანდელ სხდომას ოპოზნენტები.

ოპოზიცია კი ამბობს, რომ  “ქართულმა ოცნებამ” ეუთო ოდირის 27 რეკომენდაციიდან მხოლოდ 3 გაიზიარა. მათივე თქმით, “ქართული ოცნებისთვის” მიუღებელია ოპოზიციის ის მოთხოვნაც, რომელიც საარჩევნო უბნებთან,  გარკვეუყლ პერიმეტრზე, თავშეყრის აკრძალვას ეხება.

კანონპროექტის განხილვა დაჩქარებული წესით მიმდიმდინარეობს რათა საარჩევნო კოდექსი კონსტიტუციასთან შესაბამისობაში მოვიდეს და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 120/30-ზე სისტემით ჩატარდეს.   პროექტის მიხედვით, იცვლება პარტიების დაფინანსების მოდელი და  ის პირდაპირ იქნება დამოკიდებული მიღებული ხმების რაოდენობაზე. მკაცრდება რეგულაციები ამომრჩევლის მოსყიდვასთან დაკავშირებით, რომელიც სისხლის სამართლის დანაშაულის კატეგორიას მიეკუთვნება. საარჩევო უბნიდან 25 მეტრის რადიუსში იკრძალება სააგიტაციო მასალის განთავსება. 25 მეტრის მანძილზე დაუშვებელია ამომრჩევლის გადაადგილების შეფერხებაც.