2020 წლის წინასაარჩევნო გარემო და შესაძლო დარღვევევბი – “სამართლიანი არჩვენები” ანგარიშს აქვეყნებს (01.07.2020)

გავლენიანი არასამთავრობო ორგანიზაცია – “სამართლიანი არჩევნები”  წინასაარჩევნო გარემოს შეფასების პირველ ანგარიშს აქვეყნებს. 20 ივნისის აქციის დარბევის, პროპორციული საარჩევნო სისტემის ჩაგდებისა და პოლიტიზირებული მართლმსაჯულების არსებობის  ფონზე ორგანიზაცია   საპარლამენტო არჩევნებამდე პერიოდში და არჩევნებზეც  მნიშვნელოვან დარღვევებს პროგნოზირებს. თუმცა მესამე სექტორი დადებითად აფასებს   რამდენიმე დღის წინ მიღებულ საკონსტიტუციო ცვლილებეს. მათი თქმით ეს პოლიტიკურ პლურალიზმს დაეხმარება. ორგანიზაციისთვის საყურადღებოა კორონა პანდემიის პირობებში, არჩევნებზე უსაფრთხოების ზომების მიღებისა  და ამომრჩეველთა ინფორმირების საკითხიც.

“სამართლიანი არჩევნები” საქართველოს ხელისუფლებას, ცენტრალურ  საარჩევნო კომისიას, სახელმწიფო აუდიტის სამსახურსა და პარტიებს რეკომენდაციებს სთავაზობს. მთავარი  მოხთოვნა ახალ საარჩევნო რეფორმის ფარგლებში დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილებების მიღებაა, რაც  ორგანიზაციის შეფასებით ხელს შეუწყობს სამართლიანი და თანასწორი საარჩევნო გარემოს შექმნას.

გავლენიანი არასამთავრობო ორგანიზაციის რეკომენდაციებსა და ანგარიშში გამოთქმულ ეჭვებს სრულად იზიარებს საპარლამენტო ოპოზიცია. მათ არ აქვთ იმედი, რომ “ქართული ოცნების” მმართველობის პირობებში  არჩევნები სამართლიანად  ჩატარდება. ოპოზიციის კრიტიკას იწვევეს საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების განხილვაც. ამბობენ, რომ პარტიებს საარჩევნო კამპანია უკვე დაწყებული უნდა ჰქოდეთ, თუმცა  ცვლილებების განხილვის გამო პროცესები დროში გაწელილია. ოპოზიციისა და სამოქალაქო სექტორის  შენიშვნებს არ იზიარებს თავად “ქართული ოცნება”.

არასამთავრობო ორგანიზაციამ  წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორიგი მთელი ქვეყნის მასშტაბით 1 ივლისიდან დაიწყო. წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგის დაწყებასთან ერთად, “სამართლიანი არჩევნები” საარჩევნო კანონმდებლობის, პოლიტიკური და მედია პლურალიზმის კუთხით ქვეყანაში არსებული გარემოს შეფასებასაც წარმოადგენს და საზოგადოებას ინფორმაციას ანგარიშის სახით,  პერიოდულად მიაწვდის.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები