ბაჩანა შენგელიას სასამართლოს ძალით სანოტარო საქმიანობის უფლება აღუდგა (01.07.2020)

ბაჩანა შენგელიას სანოტარო საქმიანობის უფლება აღუდგა – სასამართლოს გადაწყვეტილება მისთვის დღეს გახდა ცნობილი. შენგელიას  თქმით, სასამართლომ მიიჩნია, რომ მისთვის საქმიანობის შეწყვეტა ნოტარიატის შესახებ კანონს ეწინააღმდეგებოდა. იუსტიციის სამინიტრომ ბაჩანა შენგელიას სანოტარო საქმიანობა რამდენიმე დღის წინ შეუზღუდა. მიზეზი კი  მის მიერ  “ფეისბუქის” პირად გვერდზე განთავსებული პოლიტიკური განცხადებები იყო. ბაჩანა შენგელია თვლიდა, რომ მომხდარი ხელისუფლების შურისძიება იყო, რადგან მან გაბედა და დედამისის, ია კერზაიას გარდაცვალების საქმე სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში წაიღო.