გაიზრდება თუ არა 19 წლის გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე ბრალდებულთა წრე (01.07.2020)

გახმაურებულ საქმეში მოწმის სტატუსით ფიგურანტი 2 ახალგაზრდას ადვოკატი განმარტებებს აკეთებს. მუხრან ღურწკაია ამტკიცებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფებს შეხება  ინციდენტთან არ ჰქონიათ  და ფიზიკურად არც არავინ უნახავთ. მიუხედავად იმისა, რომ ავტობანზე საგურამოდან თბილისისკენ სწორედ იმ დროს  გადაადგილდებოდნენ, როდესაც არაგვის ხიდზე დაპირისპირება მოხდა.

გიორგი შაქარაშვილის გაუჩინარების შესახებ პოლიციას სპორტსმენის ოჯახმა 19 ივნისს დაახლოებით 11 საათზე აცნობა. სამაშველო სამსახურმა შეტყობინების მიღებისთანავე სამძებრო სამუშაოები დაიწყო. დაკარგული 19 წლის ფეხბურთელი 4 დღიანი ძების შემდეგ მაშველებმა მდინარე არაგვში იპოვეს.  ახალგაზრდა ბიჭის კვალი სწორედ არაგვის მიმდებარე ტერიტორიაზე იკარგებოდა, იქვე ნახეს მისი კუთვნილი ნივთებიც.

ერთკვირიანი საგამოძიებო მოქმედებების შემდეგ,  ახალგაზრდა ფეხბურთელის საქმეზე 17 პირი  დააკავეს, თუმცა უწყება არ გამორიცხავს,  საქმის კვალიფიკაცია  შეიცვალოს და ბრალდება კიდევ დამძიმდეს. თუმცა არის თუ არა მოკლილი გიორგი შაქარაშვილი ამ დრომდე უცნობია. ოჯახი ექსპერტიზის დასკვნას ელოდება.

 

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები