41 არასამთავრობო ორგანიზაცია და 7 მედიასაშუალება “ფეისბუქს” საგანგებო წერილს უგზავნის

41 არასამთავრობო ორგანიზაცია და 7 მედიასაშუალება “ფეისბუქს” საგანგებო წერილს უგზავნის. წერილის ავტორები ყურადღებას ქვეყანაში არსებულ დეზინფორმაციაზე ამახვილებენ. ამბობენ, რომ დეზინფორმაციის უკან,  უცხო ქვეყნის კვალიც იკვეთება. მესამე სექტორი, მედია ორგანიზაციებთან ერთად, წერილში წინასაარჩევნო გარემოზეც საუბრობს და “ფეისბუქი”-სგან ყველა იმ პირის საჯაროობას ითხოვს,  ვინც სოციალურ ქსელში პოლიტიკურ რეკლამას განათავსებს.

არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის ნაწილის მიერ გაგზავნილი წერილი ახლა უკვე “ფეისბუქის” სათაო ოფისშია. მესამე სექტორში დარწმუნებულები არიან, რომ წერილს აუცილებლად მოყვება რეაგირება, რადგან ამის პრეცენდენტი წარსულშიც  ყოფილა. მიხეილ ბენიძე, რომლის ორგანიზაციაც წერილის ერთ-ერთი ხელმომწერია, ამბობს, რომ თავისუფალი საარჩევნო გარემოს უზრუნველსაყოფად აუცილებელია, “ფეისბუქმა” რეკლამის დამკვეთების გარდა საჯარო გახადოს ყველა იმ გვერდის სახელიც, ვინც არავთენტურ ქცევაში არის შემჩნეული.

სოციალური ქსელში დეზინფორმაციული კამპანიის წინააღმდეგ გაერთიანდა თითქმის ყველა ოპოზიციური არხი. წერილის შინაარს შეუერთდა “ტელეკომპანია კავკასიაც”, არხის გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი იმედოვნებს, რომ “ფეისბუქი” კვლავ გააგრძელებს მის მიერვე დამკვიდრებულ პრაქტიკას და ყველა იმ გვერდს წაშლის, რომელიც ფარულად ეცდება საზოგადოებრივ აზრზე ზემოქმედებას.

“ფეისბუქმა” გასული წლის დეკემბერში და მიმდინარე წლის მაისში ე.წ წმენდა ჩაატარა და “ქართულ ოცენება”-სთან დაკავაშირებული 790, ხოლო “ნაციონალურ მოძრაობა”-სთან დაკავშირებული 153 გვერდი წაშალა.

 

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები