საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრა აქციის ფონზე გაიმართა

საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრა აქციის ფონზე გაიმართა. პარლამენტთან სამოქალაქო აქტივისტები შეიკრიბნენ, რომლებმაც  8 მარტის შეთანხმების შესრულება და გიორგი რურუას გათავისუფლება მოითხოვეს. აქციის მონაწილეები თვლიან, რომ ვიდრე რურუა საპატიმროშია, 8 მარტის შეთანხმება შეუსრულებელი რჩება. მოძრაობა “შეცვალე”-ს და “სირცხვილია”-ს აქტივისტებმა თქვეს, რომ თუ  მმართველი პარტია გიორგი რურუას  არ გაათავისუფლებს – “ქართული ოცნება” მშვიდ წინასაარჩევნო გარემოს ვერ მიიღეს.  აქციის ორგანიზატორები  საპროსტესტო აქციებს აანონსებენ.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები