სახელმწიფო სტრუქტურებში არსებული არაფორმალური მმართველობა – გავლენიანი ორგანიზაციის კვლევა

სახელმწიფო სტრუქტურებში არსებული არაფორმალური მმართველობა, რომლის შედეგადაც  ქვეყნის დემოკრატიული განვითარება ფერხდება – ეს იმ კვლევის მთავარი მიგნებაა, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციამ – “საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველომ” დღეს გამოაქვეყნა. ანტიკორუფციული სისტემის შეფასებისას ორგანიზაციამ  12 სახელმწიფო უწყების მუშაობა გააანალიზა და დაასკვნა, რომ სახელწმიფო უწყებების დიდ ნაწილს დამოუკიდებლობა აკლია, ეს კი არაფორმალური გავლენებითაა გამოწვეული. კორუფციასთან ბრძოლის – 100 ბალიან შკალაზე ყველაზე დაბალი მაჩვენებელი  სასამართლოს, მაღალი კი  სახალხო დამცველის აპარატსა და აუდიტის სამსახურს აქვთ.

კვლევაში შეფასებულია საქართველოს პარლამენტის მუშაობაც. კვლევის ავტორების აზრით, მთავარ საკანონმდებლო ორგანოს საზედამხედველო ფუქნციის შესრულება უჭირს, რაც მმართველი პარტიის ხელში მოქცეული სრული ძალაუფლების დამსახურებაა. ამ შეფასებას იზიარებს საპარლამენტო ოპოზიციაც. ამბობენ, რომ ბიორაკრატიულ ხარჯებში გახვეული “ქართული ოცნება”  კორუფციას მიზანმიმართულად  არ ებრძვის.

გავლენიანი არასამთავრობო ორგანიზაციის კვლევას ნაკლებად ენდობა “ქართული ოცნება”, სადაც დღეს თქვეს, რომ ეს კვლევა კონკრეტული ორგანიზაციის აზრია, სახელმწიფო სტრუქტრურების მუშაობას კი საბოლოოდ ხალხი აფასებს.

“საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველო”-ს კვლევაში მოხვდა  მთავრობის მხრიდან მედიაზე, ბიზნესზე, სახალხო დამცველის აპარატსა და მესამე სექტორზე განხორციელებულ ზეწოლის ფაქტებიც. გავლენიანი არასამთავრობო ორგანიაციის კვლევა მოიცავს  რეკომნდაციებსაც და ის  ხელისუფლებასკიდევ ერთხელ ურჩევს  სასამართლო გაათავისუფლოს ე.წ კლანის გავლენისაგან. ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისა და კორიფციის პრევენციისთვის კი ორგანიზაციის აზრით, აუცილებელია შექიმნას ანტიკორუფციული სააგენტო, რომელიც გავლენებისგან დაცული იქნება.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები