საქართველოში კორონავირუსის კიდევ 2 ახალი ფაქტი გამოვლინდა, ოთხმა პაციენტმა კი ვირუსი დაამარცხა

საქართველოში კორონავირუსის კიდევ 2 ახალი ფაქტი დაფიქსირდა, ხოლო ოთხმა პაციენტმა ვირუსი დაამარცხა. ამ დროისთვის ქვეყანაში COVID-19-ით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 919-ს შეადგენს, ხოლო ვირუსისგან განკურნებულთა რიცხვი 780-ია. ორი ახალი დადასტურებული შემთხვევის წყარო ცნობილია და დაავადებულთან კონტაქტს უკავშირდება. ინფექციურ საავადმყოფოში ამჟამად 24 პაციენტი რჩება, რომელთა მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. ქვეყნის მასშტაბით კარანტინის რეჟიმში 2687 ადამიანია, ხოლო ექიმების დაკვირვების ქვეშ 207 პირი. კორონავირუსს საქართველოში 14 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები