საქართველოში კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ვირუსი კიდევ ხუთმა პაციენტმა დაამარცხა

საქართველოში კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 917 გახდა. ვირუსი კიდევ ხუთმა პაციენტმა დაამარცხა და ჯამში COVID19-სგან განიკურნა 776 ადამიანი. 3 ახალი შემთხვევიდან 2 საკარანტინო ზონიდან, ხოლო 1 დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტია. კოვიდ ცენტრებში კი 127 ინფიცირებული პაციენტი მკურნალობს. 26 კოვიდ ინფიცირებულს მკურნალობენ თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში.

გაფართოებული ტესტირება მიმდინარეობს ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მუშევანში, რაც  სოფლის გახსნისთვის წინამოსამზადებელი სამუშაოებია.  სოფელი მუშევანი 25 აპრილს ჩაიკეტა და მკაცრ საკარანტინო ზონად გამოცხადდა. ამ ეტაპისთვის სოფელში კორონავირუსის 80 დადასტურებული შემთხვევაა დაფიქსირებული.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები