ჩემი მძევლად დატოვება ახლა მეორეხარისხოვანია. ეს საქმე მიიყვანეთ ბოლომდე – გიორგი რურუა ოპოზიციას

გიორგი რურუა ციხიდან განცხადებას ავრცელებს. “მთავარი არხის” ერთ-ერთი მეწილე საარჩევნო სისტემის შეცვლის მიზნით საკონსტიტუციო ცვლილებების მხარდაჭერასთან დაკავშირებით ოპოზიციას მიმართავს. რურუა ბოიკოტის რეჟიმში მყოფ პოლიტიკურ სპექტრს მოუწოდებს, საკონსტიტუციო ცვილებების მესამე მოსმენით კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღონ, რადგან ეს საზოგადოების დაკვეთა და საერთაშორისო მეგობრების თხოვნაა. მოწოდების მიუხედავად,   “ნაციონალურ მოძრაობაში” პოზიციის შეცვლას არ აპირებენ. მათი განმარტებით, პარტია საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს   მხოლოდ იმ შემთხვევაში დაუჭერს, თუ გიორგი რურუა გათავისუფლდება და 8 მარტის შეთანხმება შესრულდება.   მმართველი გუნდი კი ოპოზიციას  ადანაშაულებს.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები