საქართველოს ხელისუფლებას გიორგი გაბუნიას უსაფრთხოების უზრუნველყოფას სთხოვენ

ევროპის პრესისა და მედიის თავისუფლების ცენტრი საქართველოს ხელისუფლებას ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას უსაფრთხოების უზრუნველყოფას სთხოვს. ორგანიზაცია საგანგებო განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ევროპის პრესისა და მედიის თავისუფლების ცენტრი მკაცრად გმობს  გიორგი გაბუნიას სავარაუდოდ, პოლიტიკური მოტივით მკვლელობის მცდელობას საქართველოში.

“ვთხოვთ საქართველოს ხელისუფლებას, ყველაფერი გააკეთონ, რათა დაიცვან იგი. არცერთ ჟურნალისტს არ უნდა ემუქრებოდეს ან შეექმნას საფრთხე მისი სამუშაოს შესრულებისთვის,” – წერია განცხადებაში.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები