საგანგაშოა თუ არა თბილისში გამოვლენილი ცოფის ახალი შემთხვევა

თბილისში ცოფის 4 შემთხვევა გამოვლინდა – “ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს” უფროსის განმარტებით, ეს მაჩვენებელი განგაშის საფუძველს არ იძლევა. ვახტანგ ლომჯარიას თქმით, ბოლო ორი ახალი შემთხვევა მიუსაფარ ძაღლებს უკავშირდება. ცოფი არცერთ ამ შემთხვევაში ადამიანს არ გადასდებია. თბილისის მერიის “ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს” უფროსის ცნობით, ცოფის შემთხვევების დაფიქსირების შემდეგ იმ ტერიტორიაზე, სადაც ცხოველები გადააადგილდებოდნენ, შესაბამისმა სამსახურებმა ცხოველთა აცრა დაიწყეს.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები