ოთხდღიანი უწყვეტი მუშაობის შედეგად, მყვინთავებმა გიორგი შაქარაშვილის ცხედარი წყალში იპოვეს

4 დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად მყვინთავებმა გიორგი შაქარაშვილის ცხედარი წყალში იპოვეს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საძიებო სამუშაოებს მდინარე არაგვისა და მტკვრის ხეობაში რამდენიმე დღის განმავლობაში ახორციელებდნენ. სპორტსმენს 70 მაშველი და მყვინთავთა ჯგუფი ეძებდა.

ფეხბურთელის კვალი არაგვის მიმდებარე ტერიტორიიდან დაიკარგა. ხიდთან აღმოჩენილია გიორგი შაქარაშვილის წელის ჩანთა და კუთვნილი ნივთები. გავრცელებული ინფორმაციით, კლუბ  “საბურთალოს” აკადემიის ფეხბურთელის გაუჩინარებას წინ კონფლიქტი უძღოდა. შემთხვევა მცხეთის რაიონში, 19 ივნისს,   დაქირავებულ აგარაკზე მოხდა.

მცხეთის პოლიციის განყოფილებაში კითხავენ  ადამიანებს, რომლებიც ფეხბურთელთან, მისი გაუჩინარების ღამეს იმყოფებოდნენ. გურამ ამირხანაშვილი გამოძიების  ოქროს მოწმეა. დაკარგული 19 წლის  სპორტსმენი  ნარეკვათის დასახლებაში ბოლოს სწორედ მან ნახა, თუმცა რა ჩვენება მისცა ამირხანაშვილმა გამოძიებას უცნობია.    ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკითხული ერთ-ერთი პირის ადვოკატი კი  ადასტურებს, რომ წვეულებაზე, სადაც მისი დაცვის ქვეშ მყოფი და გიორგი შაქარაშვილი იმყოფებოდნენ, ჩხუბი მოხდა.

გიორგი შაქარაშვილის გაუჩინარების შესახებ პოლიციას სპორტსემნის ოჯახმა  19 ივნისს, დაახლოებით 11 საათზე შეატყობინა.  სამაშველო სამსახურმა, შეტყობინების მიღებისთანავე  სამძებრო სამუშაოები  დაიწყო. 20 ივნისს მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ზაჰესის დამბის გახსნისა და ჟინვალჰესის დამბის დაკეტვის შესახებ, რამაც გამოიწვია მდინარე არაგვში წყლის დონის დაწევა.  მცხეთაში დაკარგული გიორგი შაქარაშვილის საქმეზე გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტრომ თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის მუხლით დაიწყო.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები