„ოცნება“ დარწმუნებულია, რომ მოსახლეობის არჩევანი ისევ „ოცნება“ იქნება

სანამ ოპოზიციონერი ლიდერები “ლეიბორისტული პარტიის” ოფისში წინასაარჩევნო კამპანიაზე მსჯელობდნენ, „ქართულ ოცნებაში“ პარტიის ლიდერები შეიკრიბნენ.  მმართველი გუნდი ირწმუნება, რომ მოახლოებული საპარლამენტო არჩევნები დაპირებული საკონსტიტუციო წესით ჩატარდება.   საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, რისკი, რომ ცვლილებებმა დეპუტატების ხმების საკმარისი რაოდენობა ვერ მიიღოს, ნულამდეა დაყვანილი. “ქართული ოცნება” დარწმუნებულია იმაშიც, რომ მოსახლეობის არჩევანი ისევ მათი ხელისუფლება იქნება.