საქართველოში კორონავირუსის დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა 2-ით გაიზარდა და 895 გახდა

საქართველოში კორონავირუსის დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა 2-ით გაიზარდა და 895 გახდა. ახალი შემთხვევებიდან  ერთი ​უკვე დადასტურებული შემთხვევის კონტაქტია, მეორე კი იმპორტირებულია. 2-ით გაიზარდა ქვეყანაში ვირუსისგან განკურნებულთა რიცხვიც და ჯამში ვირუსი 741-მა პაციენტმა დაამარცხა. ერთი ახალი კოვიდ პაციენტი დაემატა თბილისის ინფექციურ საავდმყოფოს და კლინიკაში სულ მკურნალობას 21 კოვიდ ინფიცირებული გადის. ახალი პაციენტის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.

COVID 19-ის დიაგნოზით ერთი პაციენტი დაემატა ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოს. 41 წლის ქალი ბათუმიდან საკუთარი სურვილით გადაიყვანეს, მას თურქეთში მოგზაურობის ისტორია აქვს. მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. სტაციონარში ამ დროისთვის, COVID 19-ზე 7 პაციენტს მკურნალობენ. ხუთი კოვიდინფიცირებული პაციენტი აგრძელებს მკურნალობას რუხის კლინიკაში. ყველა პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია.

ბოლო მონაცემებით ქვეყნის მასშტაბით კარანტინის რეჟიმში 2891 პირი იმყოფება, ხოლო ექიმები 256 ადამიანს აკვირდებიან. კორონავირუსს საქართველოში 14 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები