იუსტიციის საბჭოს 2 არამოსამართლე წევრს შორის დაპირისპირება ისევ გრძელდება – ჯანეზაშვილი VS დოლიძე

იუსტიციის საბჭოს 2 არამოსამართლე წევრს შორის დაპირისპირება ისევ გრძელდება. ნაზი ჯანეზაშვილი ანა დოლიძის მხრიდან კანონის დარღვევაზე ისევ საუბრობს და მიიჩნევს, რომ სასამართლო პოლიტიკისგან თავისუფალი უნდა იყოს. ჯანეზაშვილის თქმით, ანა დოლიძე იყენებს შესაძლებლობას, რომ პრეზიდენტს მისი გათავისუფლება არ შეუძლია.  ჯანეზაშვილი სასამართლო დავის დაწყებას არ აპირებს, თუმცა აცხადებს, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭს არამოსამართლე წევრი  თვითონ უნდა იყოს კეთილსინდისიერი და თანამდებობიდან წავიდეს.  შიშობს, რომ დოლიძე ყველა პროცესს თავისი პოლიტიკური ინტერესებისთვის გამოიყენებს.  ჯანეზაშვილი ითხოვს იმასაც, რომ ანა დოლიძემ ღიად თქვას, თუ ვინ აფინანსებს მის მოძრაობას.

ანა დოლიძე კი ნაზი ჯანეზაშვილს ურჩევს, თუკი მის საქმიანობაში კანონდარღვევას ხედავს, სასამართლოში უჩივლოს. მოძრაობა ხალხისთვის დამფუძნებელი ამბობს, რომ ჯანეზაშვილის განცხადებები  სასამართლო სისტემას აზიანებს.  დოლიძის თქმით, თუ ჯანეზაშვილის მხრიდან მის წინააღმდეგ ბინძურ კამპანიას არ აქვს ადგილი, მისმა კოლეგამ სასამართლოს უნდა მიმართოს.

ნაზი ჯანეზაშვილმა ბრალდებები თამარ ჩუგოშვილსაც წაუყენა. საბჭოს არამოსამრთლე წევრი ჩუგოშვილს მისთვის ბევრჯერ დარეკვასა და გაჩუმების მოთხოვნაში ადანაშაულებს. საბჭოს არამოსამართლე წევრი ამბობს, რომ ჩუგოშვილმა წელიწადნახევრის წინ, ჯერ კიდევ “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში ყოფნისას მისი აქტიურობის გამო გაჩუმება მოსთხოვა. ჯანეზაშვილს ჩუგოშვილისგან ეს საქციელი არ გაკვირვებია. თავად დამოუკიდებელი დეპუტატი ბრალდებას უარყოფს და ჯანეზაშვილთან სატელეფონო კომუნიკაციას ვერ იხსენებს.

ნაზი ჯანეზაშვილი გუშინ ანა დოლიძის, ალეკო ელისაშვილისა და ლევან კობერიძის მიერ “ახალი პლატფორმის” შექმნას გამოეხმაურა. მან დოლიძისგან განმარტება მოითხოვა თუ ვინ აფინანსებს მის მოძრაობას – “ხალხისთვის” , რომელიც დოლიძემ 2020 წლის 21 მაისს დააფუძნა. ჯანეზაშვილი ასევე მხარს უჭერს იმ 7 არასამთავრობო ორგანიზაციას, რომლებიც ანა დოლიძეს თანამდებობის დატოვებისკენ მოუწოდებენ. პასუხად გუშინვე ანა დოლიძემ ჯანეზაშვილი მიქაუტაძე-მეთოფიშვილი-გვრიტიშვილის კლანის გვერდით დგომაში დაადანაშაულა.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები